ახალი ამბები

საქართველოს ღვინის სარეალიზაციო ბაზარად კვლავ რუსეთი რჩება

ექსპორტირებულ საქონელს შორის, სხვა წლების მსგავსად, 2022 წელსაც ერთ-ერთი მთავარი საქონელი ყურძნის ნატურალური ღვინოები იყო.

საქართველოს ღვინის მთავარ სარეალიზაციო ბაზარად კი კვლავ რუსეთი რჩება, თუმცა, 2022 წელს ამ ქვეყანაზე ექსპორტის დამოკიდებულების მაჩვენებელი გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ რუსეთზე ღვინის ჯამური ექსპორტის 63.7% მოდის, მაშინ როდესაც 2021 წელს ეს ნიშნული 54.6% იყო.

საქართველოს 19 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში, რომელიც ქვეყანას გასულ წელს ჰქონდა, ექსპორტმა 5 მილიარდ 592 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2021 წელს საქონლის რეალიზებით მიღებულ შემოსავალს 31.8%-ით აღემატება.

TOP-10 საექსპორტო ბაზრის რეიტინგი :

  1. რუსეთი – 160.8 მლნ დოლარი, 73 128 ტონა;
  2. პოლონეთი – 14.5 მლნ დოლარი, 6 706 ტონა;
  3. უკრაინა – 13.5 მლნ დოლარი, 6 446 ტონა;
  4. ჩინეთი – 12.5 მლნ დოლარი, 3 988 ტონა;
  5. ყაზახეთი – 10 მლნ დოლარი, 3 788 ტონა;
  6. ბელარუსი – 7.5 მლნ დოლარი, 3 172 ტონა;
  7. აშშ – 5.2 მლნ დოლარი, 1 039 ტონა;
  8. ლატვია – 4.3 მლნ დოლარი, 1 597 ტონა;
  9. გერმანია – 3.2 მლნ დოლარი, 851 ტონა;
  10. ლიეტუვა – 2.1 მლნ დოლარი, 803 ტონა.