თხილის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ თხილის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.
კონკურენციის სააგენტოს განცხადებით, მონიტორინგის დაწყებას ადგილობრივი ფერმერების მიმართვა დაედო საფუძვლად.
“მონიტორინგის მიზანია შეფასდეს ბაზარზე არსებული ვითარება კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, მათ შორის, სეზონულ ფასწარმოქმნაზე მოქმედი ფაქტორები”, – განაცხადეს სააგენტოში.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) და შუშის ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების მონიტორინგები დაასრულა.