თელავში, საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს
ქალაქ თელავში, საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.
30 წლის ქალის ცხედარი ალაზნის გამზირზე 26-ე კორპუსის პირველ სართულზე ახლობლებმა აბაზანაში იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, ქალი ბინაში ქირით ცხოვრობდა. გარდაცვალების რეალური მიზეზი, ჯერჯერობით, დაუდგენელია. წინასწარი ინფორმაციით, ფაქტი უბედურ შემთხვევას უკავშირდება.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.