კახეთი ნიუ-იორკ თაიმსის წლის მთავარ სამოგზაურო რუბრიკაში მოხვდა
კახეთი ნიუ-იორკ თაიმსის წლის მთავარ სამოგზაურო რუბრიკაში მოხვდა. მასალის ავტორი ევან რეილი კახეთს ასე აფასებს:
„ახალი ნელსურნელება და მეღვინეობის უძველესი ტრადიციები მთის წვერებზე შეფენილ სოფლებსა და მწვანე ველებზე”.
ავტორი წერს რომ, საქართველოს მეღვინეობას 8000 წლიანი ტრადიცია აქვს. ქართული ღვინის ექსპორტმა, შეერთებულ შტატებში, ერთ მილიონ ბოთლს გადააჭარბა და ყოველწლიურად თითქმის 29 პროცენტით იზრდება:
,,ღვინის მოყვარულებს შეუძლიათ ვაზისუბანსა და კარდენახის მამულებში ღვინის დეგუსტაცია. კახეთი გთავაზობთ ახალი ღვინოების აღმოჩენის შანსს კავკასიონის მიერ მოქცეულ პაწაწინა ქალაქებსა მწვანე ხეობების ლანდშაფტში. ღვინო მზადდება ქვევრში, ტრადიციულ წვეტიან თიხის ჭურჭელში, რომელიც მიწაშია ჩაფლული. ადგილობრივმა მზარეულებმა დაიწყეს კულინარიის გაკვეთილების შეთავაზება, სადაც გასტრონომებს შეუძლიათ, გასწავლონ ხინკლის და პელმენის მომზადება, რასაც ჟურნალმა “Saveur”-მა “ევროპის შესანიშნავი უცვლელი სამზარეულო” უწოდა”.