თელავში ავტობუსებმა მუშაობა განაახლა
თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა უამინდობის გამო იყო შეზღუდული. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის, ავტობუსები უნივერსიტეტის, დავით რექტორის, საიათნოვას ქუჩებსა და ზუზუმბოს დასახლების გარდა, სხვა ქუჩებზე შეუფერხებლად მოძრაობენ.
,,ბოლო ორი დღე, მუნიციპალური ტრანსპორტი ისეთი ინტენსივობით აღარ მოძრაობდა. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის და ტრანსპორტის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღეთ. დროებით ყინვის გამო იყო შეწყვეტილი ავტობუსების მუშაობა. რათქმაუნდა გზები იწმინდება და ტექნიკური მარილიც იყრება, მაგრამ არის ქუჩები, სადაც გზის საფარი გაყინულია და საფრთხეს უქმნის ტრანსპორტის გადაადგილებას. ჩვენ ვცდილობთ საფრთხე არ შევუქმნათ მოსახლეობას”,– განუცხადა knews.ge-ს ლევან ანდრიაშვილმა.