1798 წლის 11 იანვარს, მეფე ერეკლე მეორე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა
1798 წლის 11 იანვარს, გამთენიისას, თელავის სამეფო სასახლეში, საქართველოს თავდადებული მოამაგე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე, ბრწყინვალე მთავარსარდალი, გაერთიანებული ქართლ – კახეთის მეფე – ერეკლე II 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თელავის ისტორიული მუზეუმის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ერეკლე II-მ დიდი კვალი დატოვა ქართველი ხალხის ისტორიაში. სიცოცხლის დიდი ნაწილი მან ლაშქრობაში გაატარა და ხშირად უბრალო ჯარისკაცივით ცხოვრობდა. ხალხმა მას საალერსო სახელი „პატარა კახი“ უწოდა. ერეკლე II-ის პიროვნება, მისი სახელი ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.