გურჯაანში მომხდარ ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახაშენთან ავარია მოხდა.
სატვირთო ტრაილერი კომპანია გალფის კუთვნილ მანქანას შეეჯახა.ძლიერი შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე, ამ წუთებში საპატრულო პოლიცია და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან.
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.