ახალი ამბები

თელავის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

თელავში, რუსთაველის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომანქანიდან გადასვლაში მგზავრებს მაშველები დაეხმარნენ.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს, ჯერჯერობით დაუდგენელი ავტომანქანა შეეჯახა. მანქანა ადგილზე გადაბრუნდა, მეორე მძღოლი კი მიიმალა.

ექიმების განმარტებით, მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე, საპატრულო პოლიცია, სასწარაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადები და მაშველები იმყოფებიან.

პარალელურად, სამართალდამცავები მიმალული ავტომანქანისა და მძღოლის დადგენის ღონისძიებებს ატარებენ.