“ილიაობა – 2022” ყვარელში, მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა- ფოტოები
“ილიაობა – 2022” ყვარელში, მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში საზეიმოდ გაიხსნა ქალაქ ყვარლის შესასვლელში მდებარე ილია ჭავჭავაძის განახლებული სკვერი და ბარელიეფი, ილია ჭავჭავაძის დაბადების ადგილზე, სახლ-მუზეუმის ეზოში მდებარე კოშკში, სასულიერო პირებმა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინეს. ასევე მუზეუმში, ყვარლისა (საქართველო) და ტუკუმსის (ლატვია) მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წლისთავთან დაკავშირებით, მუზეუმის ეზოში ილია ჭავჭავაძის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა.
,,კულტურული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები “ილიას ტბაზე” გაგრძელდა, სადაც ერთ სივრცეში წარმოდგენილი იყო შემოდგომისთვის დამახასიათებელი, თემატური კუთხეები, მუნიციპალიტეტის თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი საკუთარი სოფლის წეს- ჩვეულებებსა და გასტრონომიულ კუთხეს აცნობდა დამთვალიერებლებს.
მთელი დღის მანძილზე ადგილობრივი, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი მიმდინარეობდა, მოეწყო ინფრასტრუქტურული პროექტების გამოფენა, საბავშვო სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. “ილიაობა – 2022″ საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებითა და ღამის შოუს ბენდის გრანდიოზული კონცერტით დასრულდა”,– აცხადებენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში.