ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტის სტუდენტმა სამბოში ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს უნივერსიადა 2022-ის ფარგლებში, სამბოში სტუდენტებს შორის ჩატარდა შეჯიბრი.

შეჯიბრში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ანზორ სიდამონიძემ პირველი ადგილი დაიკავა.

მან 58 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა და ოქროს მედალს დაეუფლა.