ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში ,,ერეკლეობა” გაიმართა

7 ნოემბერს მეფე ერეკლეს 302 წელი შეუსრულდა. მეფის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სასახლისა და ბატონის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა გამოფენა ,,ერეკლე მეორე – საქართველოს უკანასკნელი ლომი,, ასევე მოეწყო ორენოვანი კატალოგის ,,ერეკლე ll,, პრეზენტაცია. გამოიფინა ხელნაკეთი ნაწარმი, მოეწყო ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი გამოსვლა.

ერეკლეობის დღესასწაულს სტუმრობდნენ – საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ კულინარიულ მასტერკლასს და ტრადიციულ თამაშობებს, მოესმინათ როგორც ქართული ესტრადის ვარსკვლავების, ასევე ადგილობრივი შემსრულებლებისათვის, დაეგემოვნებინათ კახური ღვინო.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა საიუბილეო საფოსტო მარკის პრეზენტაცია. დღე კი საპატიო თელაველების დაჯილდოებით, მუსიკალური წარმოდგენით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.