ეთნიკური უმცირესობები და რუსული ჰიბრიდული ომი
რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდისტული მექანიზმის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის ერგება ადგილობრივში და სახელმწიფოებრივ კონტექსტს და ცდილობს სენსიტიური თემების გამოყენებით მოახდინოს საზოგადოებრივი ჯგუფების პოლარიზება, რაც საბოლოო ჯამში ზრდის უთანხმოების და დაპირისპირების საფრთხეს.
არაერთ სახელმწიფოში დაგროვილი გამოცდილება აჩვენებს, რომ რუსეთი ხშირად იყენებს ეთნიკურ უმცირესობებს სამიზნე სახელმწიფოს დასაზიანებლად. ბუნებრივია, ეს საკითხი აქტუალურია საქართველოშიც, სადაც კვლევები აჩვენებს, რომ ინფორმირებულობა ქვეყნისათვის ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საკითხების შესახებ, როგორიც ქვეყნის საგარეო კურსია, ნაკლებია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.
იხილეთ გადაცემა და მოისმინეთ მოწვეული ექსპერტის მოსაზრებები: