ვინ მიიღო წელს თელავის საპატიო მოქალაქის სტატუსი
2022 წლის თელავის საპატიო მოქალაქეები თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა დააჯილდოვა.
თელავის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭათ:
ზურაბ ზაქარიაძე – მომღერალი, თელავის მუნიციპალიტეტში მუსიკალურ -საშემსრულებლო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;
მერი ზაალიშვილი, ჟურნალისტი- თელავის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი და კახეთის სამხარეო მედიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;
თემურ ხუნაშვილი -მსახიობი- თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;
ვენერა ფეიქრიშვილი , მსახიობი – თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;
გალინა ანისისმოვა , მუსიკოსი, პედაგოგი- თელავის მუნიციპალიტეტში სამუსიკო-საგანმანათლებლო პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;
ლიანა ლოლაძე , მეეზოვე- თელავის მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური სიჯანსაღისა და კეთილმოწყობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;
დავით მრელაშვილი, ექიმი – თელავის მუნიციპალიტეტში სამედიცინო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;
როინ ჭიკაძე , პროფესორი – თელავის მუნიციპალიტეტში უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;
ჯემალ თუშურაშვილი, მოქანადაკე – თელავის მუნიციპალიტეტში ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის , კერძოდ, ქანდაკებისათვის „შენ ხარ ვენახი!“
ეთერ ჯიშკარიანი , ჟურნალისტი – თელავის მუნიციპალიტეტსა და , ზოგადად, ქართულ ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;
ლალი მუმლაური , პედაგოგი – თელავის მუნიციპალიტეტში ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
,,ერეკლეობა 2022,, გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.