ახალი ამბები

თელაველი ლადო ჭინჭარაული პარასროლაში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ქ.ალ აინში პარასროლაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე (3-18 ნოემბერი) ქართველი პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული 10 მეტრიან დისციპლინაში 8 ნოემბერს დაიწყებს ასპარეზობას.

აღნიშნულ ტურნირში 54 ქვეყანა და 271 პარამსროლელი იღებს მონაწილეობას. ალ აინის მსოფლიო ჩემპიონატი 18 ნოემბერს დასრულდება.