სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის სახელობის კვირეული გაიმართა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის კვირეული გაიმართა.
კვირეული მოიცავდა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს. ორგანიზატორების თქმით, კვირეულის ფარგლებში გაიმართა დოღი (ტრადიციული თუშური დატირებით „დალაობა“), ჩემპიონატი კიკბოქსინგში და ფილმის ჩვენება გიორგი ანწუხელიძის შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ და გამარჯვებულები დააჯილდოვეს გიორგის მეუღლემ და შვილებმა.
ღონისძიების მთავარი ორგანიზატორები იყვნენ „თუშეთის განვითარების ფონდი“, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, კიკბოქსინგის ფედერაცია და თუშური ჯიშის ცხენის საჯინიბო.
„თუშეთის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლების თქმით, კვირეულის მიზანია, რომ ყველამ მადლობა გადაუხადოს და გამოხატოს ღრმა პატივისცემა ერის საამაყო გმირის – გიორგი ანწუხელიძეს წინაშე.
მათივე თქმით, „თუშეთის განვითარების ფონდი“ შემოწირულობებით ახორციელებს ბევრ პროექტსა თუ ღონისძიებას. სწორედ აღნიშნული ფონდის და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველების დახმარებით, გიორგის ოჯახს, აშშ-ს თუში დიასპორის წარმომადგენლების მიერ შეგროვილი თანხა ($1500) გადაეცა.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმითვე, კვირეული დასრულდა, თუმცა თანხის შეგროვების კამპანია გრძელდება. მოგროვილი თანხით კი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სპორტულ დარბაზში დაიგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები.
„თუშეთის განვითარების ფონდის“ საბანკო ანგარიში:
მიმღები ბანკი: “საქართველოს ბანკი”; ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: ა(ა)იპ კავშირი თუშეთის განვითარების ფონდი;
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE86BG0000000576708300