ახალი ამბები

რა არის იმუნიზაცია

დასაწყისისთვის შეამოწმეთ თქვენი ცოდნა და შავსეთ გამოკითხვა, გაიგეთ რა იცით იმუნიზაციაზე:

რა იცი იმუნიზაციაზე – ქვიზი

იმუნიზაცია შესაძლებლობას აძლევს ორგანიზმს, უკეთ დაიცვას თავი კონკრეტული ბაქტერიებითა და ვირუსებით გამოწვეული ინფექციებისგან. იმუნიზაცია შესაძლოა მოხდეს თავისთავად (როდესაც ადამიანები შეხებაში არიან ბაქტერიებთან ან ვირუსებთან) ან მას უზრუნველყოფენ ექიმები. როდესაც ადამიანი იმუნიზებულია დაავადებების მიმართ, ის არ ავადდება ამ დაავადებით ან ავადდება მისი მხოლოდ მსუბუქი ფორმით.

აღსანიშნავია, რომ არსებობს იმუნიზაციის ორი ფორმა: აქტიური და პასიური.

 

 

ვაქცინის შეყვანისას ორგანიზმის იმუნური სისტემა საპასუხოდ წარმოქმნის ნივთიერებებს (როგორიცაა ანტისხეულები და სისხლის თეთრი უჯრედები), რომლებიც ამოიცნობენ და თავს ესხმიან კონკრეტულ ბაქტერიას ან ვირუსს, რომელსაც შეიცავს ვაქცინა.

ამის შემდეგ, როდესაც ადამიანს შეხება ექნება კონკრეტულ ბაქტერიასთან ან ვირუსთან, სხეული ავტომატურად წარმოქმნის ამ ანტისხეულებსა და სხვა ნივთიერებებს. აცრის გაკეთების პროცესს ეწოდება ვაქცინაცია, თუმცა ბევრი ექიმი იყენებს უფრო ზოგად ტერმინს – იმუნიზაცია.

 

 

პასიური იმუნიზაცია გამოიყენება იმ ადამიანეში, რომელთა იმუნური სისტემა ადეკვატურად ვერ რეაგირებს ინფექციაზე ან ადამიანებში, რომლებიც ვაქცინამდე დაიფიცირდნენ (მაგ. ცოფის ვირუსით დაინფიცირების დროს). პასიური იმუნიზაციის გამოყენება შეიძლება აგრეთვე მაშინ, როდესაც ადამიანებს შეხება ჰქონდათ ინფექციურ აგენტთან და არ აქვთ საკმარისი დრო, რომ დაიწყონ ან დაასრულონ აცრების ციკლი.

ვაქცინაციების და ანტისხეულების შეყვანა ჩვეულებრივ ხდება კუნთებში (ინრტამუსკულურად) ან კანქვეშ (სუბკუტანეურად). ზოგჯერ ანტისხეულების შეყვანა ხდება ვენაში (ინტრავენურად).

დღეს არსებული ვაქცინები სანდოა და ადამიანების უმრავლესობა ძალიან კარგად იტანს მათ. იშვიათად აქვთ გვერდითი ეფექტები, მაგრამ ისინი ვერ მუშაობენ ეფექტურად ყველა ადამიანში.

ზოგიერთი აცრის გაკეთება ხდება რუტინულად, მაგალითად,. მოზრდილებში მიზანშეწოლილია ტეტანუსის ანატოქსინის ყოველ 10 წელიწადში ერთხელ შეყვანა. ზოგიერთი ვაქცინა რუტინულად უკეთდება ბავშვებს.

სხვა აცრები კი, ჩვეულებრივ, უკეთდება ადამიანების კონკრეტულ ჯგუფებს. მაგალითად,. ყვითელი ცხელების აცრა უკეთდებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც მოგზაურობენ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკის კონკრეტულ ნაწილებში.

ასევე დამატებით იხილეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განმარტება იმუნიზაციაზე და მისი რჩევები:

 

აქტივობა მომზადებულია მედია ცენტრი კახეთის-მიერ პროექტის „Vaccination4Georgia” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ (GIZ) საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრთან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ. This (activity/survey/etc.) is carried out by MCK within the framework of the project “Vaccination4Georgia” implemented by Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH in partnership with Georgian Center for Strategy and Development. The project is funded by the German Federal Ministry for Economic Cooperation and Development (BMZ)