ახალი ამბები

2021 წლის სექტემბრის ჩათვლით, ქართველმა მესაზღვრეებმა შენგენის ზონაში გამგზავრებაზე უარი საქართველოს 3684 მოქალაქეს უთხრეს

2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, ქართველმა მესაზღვრეებმა შენგენის ზონაში გამგზავრებაზე უარი ჯამში, საქართველოს 3684 მოქალაქეს უთხრეს.

ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. ამასთან, 2021 წლის განმავლობაში შენგენის ზონაში გამგზავრებაზე უარის თქმის 1922 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში – 1810.

2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ყველაზე მეტი – საქართველოს 325 მოქალაქე, შენგენის ზონაში 2021 წლის დეკემბრის თვეში არ გაუშვეს. აქვე აღსანიშნავია, რომ შენგენის ზონაში გამგზავრებაზე უარის თქმის სტატისტიკა 2021 წლის ივნისიდან მკვეთრად იზრდება. თუ 2021 წლის აპრილსა და მაისში უარის თქმის 17 და 60 შემთხვევა დაფისირდა, ივნისში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 190 შეადგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს შენგენის ზონაში გამგზავრების არსებული წესებიდან ყველაზე ხშირად რომელი კრიტერიუმების დარღვევის გამო ეთქვა საქართველოს მოქალაქეებს გამგზავრებაზე უარი.