ახალი ამბები

გაზის ტრანსპორტირების კომპანია თელავის გაზგამანაწილებელ სადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” 26 ოქტომბერს თელავის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს, რის გამოც 26 ოქტომბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ქალაქ თელავსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ.

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

მათივე განცხადებით, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს, რაც მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.