ახალი ამბები

ულამაზესი თუშეთი-ფოტოები

თუშეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, მდებარეობს კახეთის მხარის, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 900 – 4800 მ სიმაღლეზე.

თუშეთი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

თუშეთი გამორჩეულია ულამაზესი მწვერვალებით. აქ ჯერ კიდევ შენარჩუნებულია კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები, უძველესი ნასოფლარები, ხალხური ხელსაქმის ნიმუშები, ყოფითი კულტურის ნივთები. აქ გარემომცველ ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტებთან ერთად დაცულია ტრადიციები და მოსახლეობის ყოფითი წეს-ჩვეულებები.

თუშეთში მდებარეობს სოფელი ბოჭორნა, რომელიც ევროპის მასშტაბით ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტია.

ფოტოები: paata.ge photography