ახალი ამბები

იანვრიდან სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება 100 ლარით გაიზრდება

იანვრიდან სასწრაფოს დახმარების პერსონალის ხელფასი 10%-ით, ხოლო სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება 100 ლარით გაიზრდება.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მიემართება – 1 499 100 000 ლარი, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება შეადგენს 850 მლნ ლარს, ხოლო ახალი კორონავირუსული დაავადების – COVID 19-ის მართვისთვის გამოყოფილია 120 მლნ ლარი, მათ შორის 55 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ გამოყოფილი რესურსის ფარგლებში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის (ძირითადად ინფექციური საავადმყოფოს აღჭურვა).