ახალი ამბები

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო

დღეს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო.
წელს, დაწესებულებაში 300-მდე სტუდენტი ჩაირიცხა.
„თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს სულ რამდენიმე წლის წინ შეუსრულდა 80 წელი. ათეული წლებია ძალიან კარგად ვაცნობიერებთ ჩვენს დიდ პასუხისმგებლობას და ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თქვენ ერთ-ერთ წარმატებულ უმაღლეს სასწავლებელში ისწავლოთ“,_აღნიშნა უნივერსიტეტის რექტორმა ირმა შიოშვილმა.
უნივერსიტეტის 2022-23 სასწავლო წლის გახსნის საზეიმო ღონისძიებას კახეთის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.