ახალი ამბები

ოთარ შამუგია – დაახლოებით 230 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს ჩვენმა მევენახეებმა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიას ინფორმაციით, ამ დროისთვის, კახეთში ყურძნის მოსავლის დაახლოებით 80% გადამუშავდა.
მისივე განცხადებით, 222 000 ტონა ყურძნიდან 127 000 ტონამდე რქაწითელი და დაახლოებით 82 000 ტონამდე საფერავია მიღებული.

მინდა საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო კახეთში მიმდინარე რველთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ კახეთში მოსავლის დაახლოებით 80% უკვე არის გადამუშავებული. 222 ათასი ტონა ყურძენი არის მიღებული, აქედან 127 ათასი ტონამდე რქაწითელი და დაახლოებით 82 ათას ტონამდე საფერავი. პროცესი ძალიან ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. ამ რაოდენობის ყურძნის მიღებით და გადამუშავებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 230 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს ჩვენმა მევენახეებმა, ეს პროცესი გრძელდება“, – განაცხადა შამუგიამ.