7 თვეში საქართველოში ქონება რუსეთის 3319 მოქალაქემ შეიძინა
2017 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის 18 864 მოქალაქის ქონება დარეგისტრირდა.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს, როგორც სააგენტოსთვის გამოგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2022 წლის 24 თებერვლიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში ქონება რუსეთის 3319 მოქალაქემ შეიძინა, საიდანაც 969 თბილისშია რეგისტრირებული.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, მითითებული პერიოდისთვის რუსეთის ფედერაციის 2407 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2594 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე.
ამასთან, სააგენტოსთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გასული წლების მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში რუსეთის 3496 მოქალაქის უძრავი ქონება დარეგისტრირდა, 2020 წელს – 2184; 2019 წელს – 4175; 2018 წელს – 2503, ხოლო 2017 წელს – 2735. უფრო კონკრეტულად, საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულ საცხოვრებელ ფართზე (ბინა, ფართი) რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა წლების მიხედვით შემდეგია: 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, საკადასტრო კოდის რაოდენობა 2900 იყო, მესაკუთრის რაოდენობა – 2681; 2021 წელს – საკადასტრო კოდის რაოდენობა 2341, მესაკუთრის რაოდენობა – 2092; 2020 წელს – საკადასტრო კოდის რაოდენობა 1044, მესაკუთრის რაოდენობა – 878; 2019 წელს – საკადასტრო კოდის რაოდენობა 2486; მესაკუთრის რაოდენობა 2231; 2019 წელს – საკადასტრო კოდის რაოდენობა – 2020, მესაკუთრის რაოდენობა – 1837; ხოლო 2017 წელს – საკადასტრო კოდის რაოდენობა 1560 იყო, ხოლო მმესაკუთრის რაოდენობა 1423.