იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 40 ლარით გაიზრდება
პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იანვრიდან საქართველოში პენსია გაიზრდება.
კერძოდ, 40 ლარით, 300 ლარამდე იზრდება 70 წლამდე პირთა პენსია, 70 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის კი 65 ლარით, 365 ლარამდე.
მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის ზრდა 43 ლარს, 70 წელს გადაცილებულთათვის კი 80 ლარს შეადგენს.
„მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები 70 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეთა პენსია თითქმის 440 ლარი იქნება. სხვაგან კი 365 ლარი. მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია 355 ლარი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, 2023 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსება 770 მილიონი ლარით იზრდება.