თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა.
დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე წარსდგნენ პიანისტი – ელისო ვირსალაძე, ჩელისტი – ალექსანდრ რამი და საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი დირიჟორ არიელ ცუკერმანის ხელმძღვანელობით.
ფესტივალის ფარგლებში, თელავის თეატრის ფოიეში მხატვარ დიმიტრი ანთაძის ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო.
მასშტაბური მუსიკალური ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.