როგორ მუშაობს ააიპ უმწეო და უპოვართა სამსახური თელავში
ააიპ უმწეო და უპოვართა სამსახური თელავში, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ზრუნავს.
იგი წლებია, რაც დაფუძნდა და ამ დროისთვის 500-ზე მეტ ბენეფიციარს ემსახურება.
“ააიპ უმწეო და უპოვართა სამსახური 100%-ით ფინანდება მერიის ბიუჯეტიდან, იგი, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 550 ბენეფიციარს ემსახურება. ჩვენ გვაქვს როგორც ადგილზე კვება. ასევე იმ მოქალაქეებისთვის საკვების სახლში წაღების შესაძლებლობა, ვისაც მოსვლა არ შეუძლია ადგილზე ჯანმრთელობის პრობლემის გამო. ვინც არის სოციალურად დაუცველი და სჭირდება ჩვენი დახმარება, მათ შეუძლიათ განცხადებით მიმართონ როგორც მერიას, ასევე ჩვენს სამსახურს. ჩვენი მიზანია მეტი კმაყოფილი ბენეფიციარი გვყავდეს”,- განაცხადა უმწეოთა და უპოვართა სამსახურის დირექტორმა ნინო აფციაურმა.