პატარა კახელი ბიჭი რთველში
პატარა კახელი ბიჭი რთველში. 25 სექტემბერი, გურჯაანი, 2022 წელი.
მიუხედავად იმისა, რომ წელს ყურძნის ფასი დაბალია და კახელების აზრით, რთველს უამრავი პრობლემა ახლავს თან, წელიწადის ეს დრო მაინც ყოველთვის განსაკუთრებულია.
მოსავლის აღება ბევრი ოჯახისთვის დღესასწაულია. ახლობლები და ოჯახის წევრები იკრიბებიან, ყურძენს კრეფენ, აბინავებენ და უმეტესად, ქარხნებში აბარებენ. რთვლის შემდეგ კი თაობები ერთ დიდ სუფრასთან სხდებიან და ერთმანეთს ლხინს უზიარებენ.
„კახეთის ხმამ“ თქვენთვის წარსადგენად 2022 წლის რთველის ყველაზე პოზიტიური მონაწილე შეარჩია. გაიცანით 3 წლის გოდე მარგველაშვილი, ტრადიციულ კახურ ტანსაცმელში.