ახალი ამბებითვითმმართველობა

რუსეთის მოქალაქეები საქართველოს საზღვარზე 40 კილომეტრიან რიგში დგანან

რუსული წყაროს ცნობით საქართველოს საზღვარზე  საბაჟო პუნქტი “ზემო ლარსი” მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორივე მიმართულებით 37 000-ზე მეტმა მანქანამ და 115 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.

აღნიშნულის შესახებ რუსული TASS-ი იტყობინება.  რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა, ირბეკ ტომაევმა თქვა, რომ ეს მაჩვენებელი 23,3%-ით მეტია გასულ საანგარიშო კვირასთან შედარებით. მანვე აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი ქვეყანაში განხორციელებულ ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებით გაიზარდა.

რუსული წყაროები ასევე იტყობინებიან, რომ  მალე რუსეთი მობილიზაციის გამო საზღვარს თავის მოქალაქეებს თავადვე ჩაუკეტავს. თუმცა მანამდე საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. რუსეთის მოქალაქეების ასეთი ტოტალური შემოდინება ჯერ არავის ახსოვს. საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ითხოვს, რომ  საზღვარი სასწრაფოდ დაიხუროს და სავიზო რეჟიმი დაწესდეს.