ახალი ამბები

თელავის ისტორიულ მუზეუმში ვიზუალური მხატვარ-დიზაინერის, ნინო მრელაშვილის გამოფენა გაიხსნება

20 სექტემბერს, 15:00 საათზე, თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნება ვიზუალური მხატვარ-დიზაინერის ნინო მრელაშვილის გამოფენა.

გამოფენაზე წარმოდგენილი კოლექციის სახელია “ოტ კუტური იბერიიდან”. აღნიშნული კოლექცია დამზადდა საქართველოს კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის ,,ოსტატთა ხელშეწყობა” გამარჯვებული პროექტის ფარგლებში.

ნინო მრელაშვილისათვის ეს უკვე რიგით მეორე გამოფენაა, რომელიც მოეწყო თელავის ისტორიულ მუზეუმში. ნინოს დამთავრებული აქვს ქალაქ თელავის ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლა. თბილისის ა.ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (მოდის დიზაინი).
სახვით ხელოვნებაში, ფერწერაში აქვს საკუთარი სტილი. ნამუშევრებზე მოპოვებული აქვს საავტორო უფლება საქპატენტში. მიღებული აქვს მონაწოლეობა არერთ გამოფენასა და აუქციონში. არის დამფუძნებელი ატელიე ROYAL BRAND Nino Mrelashvili- ს. ასევე მიღებული აქვს მონაწილეობა თბილისის მოდის კვირეულზე.