ახალი ამბები

NDI – წამლების საფასური მოსახლეობისთვის კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, წამლების საფასური მოსახლეობისთვის კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდა.

კითხვაზე: რა არის ამჟამად ჯანდაცვის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევა? – გამოკითხული მოსახლეობის 76%-სთვის – წამლების ფასი; 41%-სთვის სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტის საფასური; 30%-სთვის- ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის/კვალიფიკაციის ნაკლებობა; 26%-სთვის წამლების დაბალი ხარისხი; 9%-სთვის ბიუროკრატია ჯანდაცვის სისტემაში;

ცნობისთვის, ანგარიში 14 ივლისიდან – 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.