ახალი ამბები

წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე დადგენილი ჯარიმა შესაძლოა, გაორმაგდეს

წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის, ასევე თანამდებობრივი და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებაზე დადგენილი ჯარიმა შესაძლოა, გაორმაგდეს.

„საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარია, რაც “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული პროექტის სამუშაო ვარიანტით 4 000 ლარამდე იზრდება. ამავე პროექტით პასუხისმგებლობა პირს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან სამი წლის განმავლობაში შეიძლება დაეკისროს.

„საარჩევნო კოდექსის“ პროექტის სამუშაო ვარიანტს მმართველი გუნდი კოდექსის გადასინჯვის მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს აცნობს.