ახალი ამბები

იტალიაში 30 წლის თელაველი ახალგაზრდა გარდაიცვალა

იტალიაში, თელავის მკვიდრი, 30 წლის ბექა ხუციშვილი გარდაიცვალა.

ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი პოლონეთში, სატვირთო ავტომანქანაზე მძღოლად მუშაობდა და გარდაცვალების დროისათვის, რეისს იტალიის მიმართულებით ასრულებდა.

მათივე თქმით, ახალგაზრდა 2 წელია რაც ემიგრაციაში იმყოფებოდა. ახალგაზრდას ცოლი და შვილი დარჩა.ბექა ხუციშვილის საქართველოში გადმოსვენების ზუსტი დრო, ჯერჯერობით დადგენილი არ არის.