ახალი ამბები

ლაგოდეხის მერია წარმატებულ სტუდენტებს ფულად ჯილდოს გადასცემს

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან, ჯონდო მდივნიშვილთან ერთად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სტუდენტებს შეხვდა.

მიმდინარე წელს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან 169 აბიტურიენტი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პირველკურსელი გახდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყება მიულოცეს და მერიის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული სტუდენტთა მატერიალური წახალისების პროგრამები გააცნეს. ფულადი ჯილდო გადაეცემათ ოქროსმედალისნებს- 600 ლარი, ვერცხლისმედალოსნებს- 500 ლარი, ხოლო აბიტურიენტები, ვინც წელს ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში და გახდა სტუდენტი – 400 ლარით დაჯილდოვდებიან.