ჯიხვი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფოტოხაფანგმა აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი დააფიქსირა.
იგი ღრურქიანების ოჯახს და თხების გვარს მიეკუთვნება. ის მაღალმთიანი კავკასიონის მთებში გვხვდება. ლაგოდეხის ნაკრძალში დაახლოებით 240-მდე ინდივიდი ბინადრობს და მიგრირებს საქართველო-დაღესტანის ტერიტორიაზე.