დამუქებულმინებიანი ავტომობილით მოძრაობაზე ჯარიმა 10-ჯერ იზრდება
დამუქებულმინებიანი ავტომობილით მოძრაობაზე ჯარიმა 10-ჯერ იზრდება.
აღნიშულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.
ცვლილებით, დამუქებული მინებისა ან შეზღუდული შუქგამტარობის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება – სანქციის სახედ 500 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა შემოდის. მაშინ როცა აქამდე მოქმედი რედაქციით, ჯარიმა – 50 ლარს შეადგენდა.
ამასთან, იზრდება სანქცია აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, რომლისთვისაც სანქციის ოდენობა იქნება 1 000 ლარი. გარდა ამისა, აღნიშნული ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო განმეორება, რომელიც ითვალისწინებდა 300 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდას, აღარ იქნება გათვალისწინებული და აღნიშნულისთვისაც სანქცია 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმა იქნება.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე წარედგინება.