ახალი ამბები

საქართველოს მთავრობა დღეს შვიდ საკითხს განიხილავს

დღეს 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 7 საკითხს განიხილავს. საკითხებიდან ექვსის მომხსენებელი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილია, ხოლო ერთს – ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარადგენს.

საკითხები:
1. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
2. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“;
3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ჯითიელისათვის” იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ”;
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ლარსი 2 ჰესის’’ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე”;
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ქსნის ქარის ელექტროსადგურის“ პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე”;
6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „მეგობრობა 2014-ზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ”;
7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ“ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ეტაპის განსაზღვრის თაობაზე”.