საგარეჯოს 4 ზოლიანი შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო
საგარეჯოს შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება.
პროექტის ფარგლებში აშენდება 4 ზოლიანი, 7.6 კმ-იანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური გზა და 17 სახიდე გადასასვლელი. აღნიშნულ გზაზე სრულად იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები და აღიჭურვება გარე განათების სისტემით.
საავტომობილი გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მიწის მოჭრის, ხელოვნური ნაგებობების მოწყობის, მათ შორის, მილების და ხიდების მოწყობის სამუშაოები; სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 150 მილიონ ლარამდეა.
,,საგარეჯოს შემოვლითი გზა, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ჩქაროსნული გზის შემადგენელი ნაწილია და ამ გზის მესამე მონაკვეთია. თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 169 937 ლარს შეადგენს. თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშრებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. არსებული გზა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა – ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო”,- აცხადებენ საავტომობილი გზების დეპარტამენტში.