ახალი ამბები

ქალთა საინფორმაციო ცენტრმა მასალების შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა

ქალთა საინფორმაციო ცენტრი WIC პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, აცხადებს კონკურსს ბლოგების/ვლოგების/ფოტო რეპორტაჟების შექმნისთვის.

პროექტი დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხაშურის, ბოლნისის, ქედას, ზუგდიდის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.

პროექტის მიზანია, გენდერული სამართლიანობის გაუმჯობესება საქართველოში ქალთა ლიდერობისა და პოლიტიკური მონაწილეობის სფეროებში. საინფორმაციო მასალა უნდა ეხებოდეს შემდეგ თემებს: ქალი პოლიტიკოსების წარმოჩენა ადგილობრივ დონეზე; მუნიციპალურ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემშლელი ფაქტორები და კარგი პრაქტიკები; ნეგატიური გენდერული სტერეოტიპები; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მავნე პრაქტიკები. კრიტერიუმები, რომელსაც კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს:

ბლოგის ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს; ვლოგები არ უნდა იყოს 2 წუთზე მეტი; ფოტო რეპორტაჟებს უნდა ერთვოდეს ნარატიული აღწერილობები;
საინფორმაციო მასალები სპეციალურად ამ კონკურსისთვის უნდა იყოს მომზადებული და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული სხვა საინფორმაციო არხზე. კომპეტენტური კომისია გამოავლენს 4-5 საუკეთესო საინფორმაციო მასალას. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 10.09.2022 წელი.

გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები ფულადი თანხით დაჯილდოვდებიან. ჯილდოს თანხა- 300 ლარი- საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო მოსაკრებლის ჩათვლით.

დაინტერესებულმა პირებმა კრიტერიუმების შესაბამისი პროდუქტი(ბლოგი) უნდა გაგზავნოს შემდეგ მეილებზე: wicge.org.11@gmail.com; mariam.dzagnidze@gmail.com; office@ginsc.net.

წერილში მიუთითეთ ავტორის: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და ასევე, გამოაგზავნოთ ავტორისვე ფოტო სურათი.