ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსის 12 787 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი
28 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 787 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 8 პაციენტი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 257 პირი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 436 ტესტი.