ახალი ამბები

ახმეტაში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კოღოთოსთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ერთ- ერთი ადგილობრივის ეზოში შევარდა.

შემთხვევის შედეგად, ავტომობილში მყოფი ერთი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადას დაშავებული საავადმყოფოში გადაჰყავს.

ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება, რომელიც ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებს.