ოლივერ ვარჰეი – მას შემდეგ, რაც 12 პრიორიტეტი შესრულდება, ჩვენი მხრიდან უნდა გადაიდგას და გადაიდგმება ნაბიჯი
მას შემდეგ, რაც 12 პრიორიტეტი შესრულდება, ჩვენი მხრიდან უნდა გადაიდგას და გადაიდგმება ნაბიჯი, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პროცესი გულისხმობს რეფორმების ადგილზე გატარებას, რომლებიც იმუშავებს ეკონომიკის, ხალხის, საზოგადოების სასარგებლოდ.
„ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესზე, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ეს საინტერესო არ იქნება. საინტერესო ის არის თუ როგორ და როდის უნდა შესრულდეს ეს სამუშაო. სამუშაო, პირველ რიგში, ეხება 12 პრიორიტეტის შესრულებას, რადგან გაფართოება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. მას შემდეგ, რაც 12 პრიორიტეტი შესრულდება, ჩვენი მხრიდან უნდა გადაიდგას და გადაიდგმება ნაბიჯი. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მსურს წამოვწიო, არის ის, რომ ეს პროცესი გულისხმობს მუშა რეფორმების ადგილზე გატარებას, რომელიც იმუშავებს ეკონომიკის, ხალხის, საზოგადოების სასარგებლოდ, რათა რეალური ინტეგრაცია ადგილზე დაიწყოს. ეს ნიშნავს, რომ იქნება მეტი ევროპელი ინვესტორი, იქნება მეტი ვაჭრობა, იქნება მეტი სამუშაო ადგილი, იმ წესებზე დაყრდნობით, რომლებიც აქ ევროპაში იქმნება. ეს არის ნამდვილი ინტეგრაცია.
კიდევ ერთი საკითხი, რას უნდა ელოდოთ ჩვენგან მიმდინარე წელს, ეს არის მოსაზრების ბოლო ნაწილი, რაც არის ვრცელი ტექნიკური დოკუმენტი, რაც ადარებს ევროკავშირის კანონმდებლობას იმასთან, რაც მოქმედებს საქართველოში. შემდეგ წელს კი იმედი მაქვს, რომ იმ დროისთვის საქართველო უკვე მიიღებს სტატუსს, სამივე კანდიდატზე დაიწერება ანგარიში“,- განაცხადა ვარჰეიმ.