სოფელ ბოდბეში ქმარმა ცოლი დაჭრა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ქმარმა ცოლს ესროლა.
წინასწარი ინფორმაციით, ქალი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი წნორის არქიმედეს კლინიკაში მოათავსა.
ექიმების განმარტებით, ქალის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ის თბილისში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე ოპერატიულ- სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.