ახალი ამბები

დღეიდან ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეიდან საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერი მასების გავრცელება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.