როგორ გამოიყურება ველისციხის სამუსიკო სკოლის შენობაში აღმოჩენილი უძველესი მარანი
ველისციხის სამუსიკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, პირველ სართულზე, ღვინის მარანი იქნა აღმოჩენილი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, რომ მარანში, სხვადასხვა ტევადობის 30 ქვევრია მიწაში ჩაფლული, ზოგიერთი ქვევრი კი ტონაზე მეტი ტევადობისაა.
,,შენობის რეაბილიტაციაზე მომუშავე მუშების თქმით,ღვინის მარნის თავზე სამუსიკო სკოლის სცენა და სკამები იყო მოწყობილი და მათი აღების შემდეგ გამოჩნდა მარანი,რომელიც მიწით იყო დაფარული. ღვინის მარნის ძველი მეპატრონის დადგენა რთულია,რაც შეეხება სამუსიკო სკოლის შენობას მე-19 საუკუნეშია აშენებული,რომელსაც გვიანდელი მინაშენები აქვს. სამუშაოების მწარმოებლის თქმით, შენობის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მეორე სართულზე განთავსდება ველისციხის სამუსიკო სკოლა, ქვედა სართულზე სამხატვრო სკოლა, ხოლო ღვინის მარნის ტერიტორია იქცევა საინტერესო ტურისტულ ობიექტად”,– აცხადებს თამაზ მარკოზაშვილი.