ახალი ამბები

თელავის ქვიშის ფეხბურთის გუნდი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონთა თასზე იასპარეზებს

ქვიშის ფეხბურთში საქართველოს 2022 წლის ჩემპიონი გუნდი ,,თელავი”, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონთა თასზე იასპარეზებს.

ტურნირი იტალიის ქალაქ კალიარიში (სარდინიის კუნძულები) მიმდინარე წლის 13-18 სექტემბერს ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონის ტიტული გუნდმა გასულ თვეს მოიპოვა. საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესო მოთამაშის ტიტული კი თელავის ქვიშის ფეხბურთის გუნდის წევრმა გიორგი ჭვრიტიძემ მოიპოვა. თელავის გუნდი ფინალში ქუთაისის გუნდს დაუპირისპირდა.