თელავის უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაციის ვადად 5-23 სექტემბერი განისაზღვრა
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელთა რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 5-23 სექტემბერი.
საგანმანათლებლო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ რეგისტრაცია იწარმოებს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მე-2 სართულზე, 211-ე ოთახში.
,,პირველკურსელთა რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი); სკოლის ატესტატი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული); ორი ფერადი ფოტოსურათი (3 x 4); მიწერის მოწმობა კომისარიატიდან, ასლთან ერთად (ვაჟებისთვის); naec-ის მიერ დადასტურებული შედეგების ასლი; პირი თუ არასრულწლოვანია, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციისა – უნდა მობრძანდეს მშობელთან/მეურვესთან ერთად და თან იქონიოს დაბადების მოწმობა, მშობლის პირადობის მოწმობა/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი”,- აცხადებენ უნივერსიტეტში.