შოლცი EU-ს გაფართოებას და უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პრაღაში სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის გაფართოების საკითზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ბლოკის წევრები უნდა გახდნენ.
კერძოდ, საკუთარ სიტყვაში შოლცმა ხაზი გაუსვა გერმანიის ერთგულებას ევროკავშირის გაფართოების საკითხი და თქვა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, უკრაინა, მოლდოვა და საბოლოოდ საქართველო ბლოკში უნდა გაწევრიანდნენ. ამას გარდა, გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ გააგრძლებენ უკრაინის მხარდაჭერას მანამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება. შოლცმა ასევე დააანონსა მიმდინარე კვირაში კიევისთვის დამატებითი იარიღის მიწოდების საკითხიც.
მოწინავე საჰაერო თავდაცვის, სარადარო სისტემებისა ან დრონების გაგზავნის გარდა, მისი თქმით, გერმანიას შეუძლია უკრაინის საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება უზრუნველყოს.
“ევროპა ჩვენი მომავალია და ეს მომავალი ჩვენს ხელშია”,-განაცხადა შოლცმა სიტყვით გამოსვლისას.