ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსის 13 737 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
21 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 737 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 486 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 76 704 ტესტი.