თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მომატებული გვალვების გამო აკრძალულია ტყეში ნებართვის გარეშე შესვლა.
,,მომატებული გვალვების გამო აკრძალულია ტყეში ნებართვის გარეშე შესვლა, ცეცხლის დანთება და დანაგვიანება. მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
გთხოვთ გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება, დაკვამლიანების ან სხვა დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით ჩვენ ან შესაბამის სამსახურებს”,- აცხადებენ თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში.