ახალი ამბები

1-ელ სექტემბრამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი

1-ელ სექტემბრამდე საქართველოში ცხელი ამინდი შენარჩუნდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

მათი ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.